როგორ ვკერავთ
მანქანის ხალიჩების წარმოება თბილისში
ჩვენ არ ვყიდით მზა ხალიჩებს — თბილისში ვჭრით, ვკერავთ და ვოკანტოვებთ, ამიტომ შეგვიძლია შევუსაბამოთ თქვენი ავტომობილის კომპლექტაციას და ხარისხი ადგილზე ვაკონტროლოთ.

ელეგანტური დიზაინი ინტერიერისთვის
ჩვენი იატაკის ხალიჩები არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ლამაზიც. შეგიძლიათ აირჩიოთ ფერი და ოკანტოვკა ისე, რომ სალონს უხდებოდეს და იატაკს სრულად ფარავდეს.

საუკეთესო არჩევანი თქვენი ავტომობილისთვის
ხალიჩები მზადდება მაღალი ხარისხის მასალით, მაქსიმალური დაფარვით და კონკრეტული მარკა/მოდელისთვის. ეს არ არის უნივერსალური ვარიანტი — გაანგარიშებულია თქვენი მანქანისთვის.

ინდივიდუალური მორგება ყველა მარკისთვის
თუ ჩანაწერი ბაზაში არაა, მოდიხართ, ვიღებთ ლეკალას და შემდეგ შეკვეთებს უკვე დისტანციურად ვასრულებთ — თქვენი მოდელი უკვე დანახული გვაქვს.

მარტივი ინსტალაცია და მოვლა
სამაგრები ემთხვევა ან უახლოვდება ქარხნულს, ხალიჩები არ სრიალებს, ადვილად იხსნება და ირეცხება. მასალა გამძლეა ლაქებისა და სუნის მიმართ და ყოველდღე გამოყენებისთვის არის შექმნილი.
პრემიუმ კლასის მანქანის ხალიჩები თბილისში
CarpetsAuto თბილისში ამზადებს მანქანის სალონისა და საბარგულის ხალიჩებს თქვენი ავტომობილის მოდელის მიხედვით. ვიყენებთ ევროპულ ავტოხალიჩას და ინდივიდუალურ ლეკალებს და ყოველ შეკვეთას ადგილზე ვამოწმებთ.
შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც დახვეწილი, მშვიდი დიზაინი, ისე უფრო გამოკვეთილი კომბინაციები კონტრადასტული ოკანტოვკით — მთავარია, რომ სალონს მოუხდეს და ყოველდღიურად გსიამოვნებდეთ.